ჩვენი გარემო

Naturalliance ქსელს მართავს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი (IUCN), რათა დაგეხმაროთ კარგად ცხოვრებაში. იმისათვის, რომ კარგად იცხოვროთ, თქვენ უნდა მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები, თქვენთვის და თქვენი საზოგადოებისთვის, ბუნებრივი სამყაროს სარგებელისა და რისკების გათვალისწინებით. IUCN მოიცავს 1400 ორგანიზაციას, მათ შორის 90 მთავრობას და 24,000 ექსპერტს, რათა საზოგადოებას მიაწოდოს სათანადო ცოდნა ბუნებრივი სამყაროს შესახებ გადაწყვეტილებების მისაღებად.

 
Consider COVID-19 carefully
01 აპრ 2020

გთხოვთ, კარგად დაფიქრდეთ იმ საფრთხეებზე რომელსაც COVID-19 უქმნის გარემოს და ადამიანის კეთლდღეობას. გაითვალისწინეთ მხოლოდ სანდო ორგანიზაციების რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლიათ თქვენ და თქვენს საზოგადოებას ამ დაავადების ამოცნობა და თავიდან აცილება. გაითვალისწინეთ სოფლის მოსახლეობის სხვადასხვა საჭიროებები. ვირუსი მრავლდება ტენიან გარემოში და გვაინფიცირებს პირის ღრუს, ცხვირისა და თვალების საშუალებით. საპონი კლავს მას. ამიტომ, მნიშვნელოვანი რჩევაა:

 

• დაიკავეთ 2 მეტრის დისტანცია ხალხისგან - მოერიდეთ ახლო კონტაქტს.

• დაემორჩილეთ მოგზაურობის წესებს და ატარეთ პირბადე.

• გაუკეთეთ დეზინფექცია ზედაპირებს და ნივთებს რომლებსაც ადამიენები ეხებიან.

• ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით 20 წამის განმავლობაში, განსაკუთრებით პირზე, ცხვირზე, თვალებზე ან საკვებზე ხელით შეხებამდე.

 

სამომავლო პანდემიის საწინააღმდეგო ზომები ასევე უნდა იყოს შემუშავებული გონივრულად, საუკეთესო მეცნიერული ცოდნის საფუძველზე. აუცილებელია ახალმა კანონებმა ზიანი ააცლონ სოფლის თემების საარსებო წყაროებს და ხელი შეუწყონ ბუნების დაცვას.

 

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელზეც ადამიანი ძალიან დიდ გავლენას ახდენს, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო. თანამედროვე ადამიანები ათეულობით ათასწლეულების განმავლობაში ვითარდებოდნენ, როგორც მონადირე-შემგროვებელთა მცირე ჯგუფები. ჩვენი წინაპრები ნადირობდნენ, თევზაობდნენ და აგროვებდნენ მცენარეულ პროდუქტებს, სანამ ისწავლიდნენ მცენარეების მოშენებას და ცხოველების მოთვინიერებას. ამან ჩვენი სახეობა ჩამოაყალიბა ისე, რომ ჩვენ ბოლომდე არ გვესმის.

 

გამოქვაბულის ნახატები გვაჩვენებს, რომ სხვა ცხოველების მიმართ პატივისცემა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. ნადირობამ შექმნა პირველი ნაკრძალები და მეთევზეებს კი დიდი წვლილი შეაქვთ მდინარეების ეკოსისტემების აღდგენაში. ცხოველების დამცველი ორგანიზაციები შექმნეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც თანაგრძნობა მოიპოვეს კომპანიონი ცხოველების მიმართ.

 

დღეს ადამიანები დომინირებენ და ზიანს აყენებენ ბუნების სიმდიდრეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველანი ბუნებაზე ვართ დამოკიდებული იქნება ეს სუფთა წყლისა და ჰაერისთვის თუ ამინდისთვის კულტურების მოსაყვანად. ბევრი ჩვენგანი ჯანმრთელობას ინარჩუნებს ბუნებაში დასვენების საშუალებით. კარგად უნდა ვისწავლოთ ბუნების მდგრადი მართვის გზები, განსაკუთრებით როდესაც ეს COVID-19 და ველური ბუნებით ვაჭრობას ეხება. თუ გსიამოვნებთ ველური საკვები ან უბრალოდ ველური ბუნებაზე გიყვართ დაკვირვება, აუცილებელია ამ რესურსების შენარჩუნებაში დახმარება.

 

მონადირეები და ველური ბუნების დამთვალიერებლები ყოველთვის არ თანამშრომლობენ, მაგრამ მათი თანამშრომლობა მეტად საჭორო და მნიშვნელოვანია. კონფლიქტებს ყურადღება გადააქვთ საფრთხეებისაგან როგორიცაა კლიმატის ცვლილება. განახლებადი რესურსების მდგრადი გამოყენება არ განსხვავდება ფერმერული პროდუქტის გამოყენებისგან, მაგრამ ხშირად უკეთესია ბუნების შენარჩუნებისთვის. ნადირობა, მიწათმოქმედება და ბუნებრივი რესურსების სხვაგვარი გამოყენება შეიძლება იყოს გადაწყვეტილებები კონსერვაციისთვის და გლობალური დათბობის საფრთხეებისათვის. ჩვენ ერთად უნდა გავამახვილოთ ყურადღება ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებზე, რომელიც როგორც ადამიანისთვის ასევე გარემოსთვის ქმნის ახალ საარსებო წყაროებს.